სამმა ნახევრად შიშველმა ქალმა რომის პაპის მესის ჩაშლა სცადა
11:07 / 15-02-2016
მექსიკაში რომის პაპის მესის ჩაშლა სცადეს. გვადელუპეს სახელობის ბაზილიკაში 5000 ადამიანი შეიკრიბა. სამმა ნახევრად შიშველმა ქალმა ტაძარში შესვლა სცადა. მათ ამ ფორმით კათოლიკე სასულიერო პირების მიერ ჩადენილი პედოფილიის შემთხვევები გააპროტესტეს.