loader

"ჯონსონს ბეიბის" ტალკი სიმსივნეს აჩენს? - კომპანიას 60 დაავადებული უჩივის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯონსონს ბეიბის" ტალკი სიმსივნეს აჩენს? - კომპანიას 60 დაავადებული უჩივის

კომპანია Johnson&Johnson კომპენსაციის სახით 72 მილიონ დოლარს გადაუხდის გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს, რომელიც სიმსივნით დაიღუპა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მისურის შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამოიტანა.

სიკვდილამდე ქალბატონი ირწმუნებოდა, რომ სიმსივნე კომპანიის მიერ წარმოებულმა საბავშვო ტალკის, Baby Powder-ის გამოყენებამ გამოიწვია. 62 წლის ჯეკი ფოქსი სიმსივნით რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრთა განცხადებით, ქალბატონი რამდენიმე წლის განმავლობაში ხმარობდა Johnson-ის ფირმის Baby Powder-ს.