loader

10 ფაქტი პუტინზე, რომელიც შესაძლოა, არ იცით: "იყო ლოთი, ქალების მუსუსი და ცოლს სცემდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ფაქტი პუტინზე, რომელიც შესაძლოა, არ იცით: "იყო ლოთი, ქალების მუსუსი და ცოლს სცემდა"

ყოფილი ჯაშუში, რომელიც შეიძლება დედამიწაზე ყველაზე მდიდარი მამაკაცი იყოს. 10 ფაქტი პუტინის შესახებ, - ასე ჰქვია ფილმს ცნობილ არხზე Alltime10s.

10: ბილ ბრაუდერი, ერთ დროს რუსეთის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ამტკიცებს, რომ პუტინმა ქვეყანას 200 მილიარდი დოლარის ქონება მოპარა.
9: ბავშვობაში პუტინი ოჯახთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრობდა და დროის გასაყვანად ვირთხებს დასდევდა.
8: მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ანგელა მერკელს ძაღლების ეშინოდა, მას სათამაშო ძაღლი აჩუქა.
7: 1975 წელს, კგბ-ში შესვლისას, როგორც ამბობენ, პუტინმა, სავარაუდოდ, ან ტექნიკური საიდუმლოებები მოიპარა, ან დასავლელების რეკრუტირებას ახდენდა. საიდუმლო სამსახურის დოკუმენტების მიხედვით, პუტინი იყო ლოთი, ქალების მუსუსი და ცოლს სცემდა.
6: არსებობს პრო-პუტინური ქალებისგან შემდგარი ჯგუფი, სახელწოდებით "პუტინის არმია". ისინი არჩევნების პერიოდში სტრიპტიზს აწყობენ და სექსუალურად ურეცხავენ მოსახლეობას მანქანებს. ისინი ამ გზით ცდილობენ პუტინის მხარდაჭერის მოპოვებას.
5: პუტინი მას შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, რაც პირობა დადო, რომ დააკავებდა ტერორისტებს, რომლებმაც 224 ადამიანი მოკლეს. ჯაშუშ ალექს ლიტვინენკოს თქმით, თავდასხმები რუსი აგენტების მიერ იყო მოწყობილი, რათა პუტინი ხელისუფლებაში მოეყვანათ. მოგვიანებით ლიტვინენკო მოკლეს.
4: 2013 წელს პუტინმა აკრძალა, ბავშვებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ჰომოსექსუალიზმზე. ცისარტყელას ფერებში დროშის ფრიალი რუსეთში შეიძლება დაკავებით დამთავრდეს. ზოგიერთ ადგილებში ჰომოფობიური თავდასხმები გაათმაგდა.
3: პუტინის მმართველობის ქვეშ რუსეთის მშპ 700%-ით გაიზარდა, ხოლო ხელფასები გასამმაგდა. ასეთი რამ ამერიკაში რომ მომხდარიყო, საშუალო ხელფასი 100 000 დოლარზე მეტი იქნებოდა.
2: პუტინს სურს, რომ საგანგებო რეჟიმის დროს რუსეთი ოფლიან რეჟიმში იმყოფებოდეს, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროს. ამ შემთხვევებში მხოლოდ სახელმწიფოების მიერ მართული საიტები იქნება ხელმისაწვდომი.
1: პუტინს აქვს "ქულ" იმიჯი, რომლის "საგმირო საქმეებში" შეიძლება ჩაითვალოს: წელზემოთ შიშველი ჯირითობა ცხენზე, პილოტობა, ვეშაპზე ნადირობა არბალეტით, დაივინგის დროს ორი ძველბერძნული ურნის აღმოჩენა, ტაეკვანდოში მე-9 დონის ქამარი (ჩაკ ნორისზე ერთი დონით უკეთესი).