loader

ისტორიულ ვიზიტამდე ობამა კუბურ კომედიურ შოუში გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიულ ვიზიტამდე ობამა კუბურ კომედიურ შოუში გადაიღეს

აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ კუბაზე ვიზიტის წინ კუბურ კომედიურ შოუში მიიღო მონაწილეობა. ვიდეორგოლში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, ამერიკის პრეზიდენტი კუბელ კომიკოს მსახიობ ლუის სილვასთან ერთადაა გადაღებული.

ვიდეორგოლის სიუჟეტი შემდეგია: სილვას გმირი, კუბელი პანფილო რეკავს მეტეოროლოგიურ სადგურში და შემთხვევით ხვდება თეთრ სახლში, პრეზიდენტ ობამასთან. მათ შორის იმართება დიალოგი, რის დროსაც პანფილო ობამას და მის მეუღლეს თავისთან ეპატიჟება. თავის მხრივ, ობამა ხაზს უსვამს, რომ ამერიკელი და კუბელი ხალხი მეგობრები არიან.

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში კუბას სენატორებთან, კონგრესმენებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ეწვევა. ეს ისტორიული ვიზიტია, რადგან თითქმის ბოლო 90 წლის განმავლობაში აშშ-ს პირველი პირს კუბაზე ფეხი არ დაუდგამს.