loader

ბიჭი, რომელსაც "ღმერთმა სამი სიცოცხლე აჩუქა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭი, რომელსაც "ღმერთმა სამი სიცოცხლე აჩუქა"

19 წლის ბიჭი, რომელიც პარიზისა და ბოსტონის ტერაქტებს გადაურჩა, 2 დღის წინ  ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის დროსაც დაშავდა, თუმცა, გადარჩა. აშშ-ში, იუტას შტატში მცხოვრები, 19 წლის მეისონ უელსი, ტერაქტის დროს ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა. ბიჭმა მრავალობითი ჭრილობები და დამწვრობა მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ გადარჩა.

როგორც აღმოჩნდა, მეისონი მისი ცხოვრების მანძილზე მესამე ტერაქტს გადაურჩა.
უელსის მამის განცხადებით, მთელი ოჯახი 2013 წელს ბოსტონის ტერაქტს სასწაულებრივად გადაურჩა. ისინი, მარათონს ესწრებოდნენ და ტერაქტის ადგილიდან მხოლოდ ერთი სახლის მოშორებით იდგნენ. 2015 წელს კი მეისონი პარიზში მშობლების გარშე იმყოფებოდა. მისი პარიზში ყოფნა სისხლიანი ნოემბრის ტერაქტს დაემთხვა.