loader

ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, ენრიკე იგლესიასი და ქართული ცეკვები რუსი მილიარდერის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, ენრიკე იგლესიასი და ქართული ცეკვები რუსი მილიარდერის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში

26 მარტს მოსკოვში გრანდიოზული ქორწილი შედგა. პატარძალს ელი სააბის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის საფრანგეთში შეკერეს.

მილიარდერ მიხეილ გუცერიევის უმცროსი ვაჟის, საიდის ქორწილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუცერიევი, რომელიც "როსნეფტის", "ბირბანკის" და რამდენიმე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.

გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩამოიყვანეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი.

გუცერიევს შვილის ქორწილისთვის ფული ნამდვილად არ დანანებია. LifeNews-ის ინფორმაციით, ჯენიფერ ლოპესის ვიზიტი მილიარდერს - 5 მილიონი ევრო, ელტონ ჯონის სიმღერებით ტკბობა კი - 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

პატარძალი, ხადიჯა, წარმოშობით ინგუშეთიდანაა და როგორც ამბობენ, საიდისთვის შესაფერის გოგონას გუცერიევების ოჯახი 4 წლის განმავლობაში ეძებდა.