loader

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სახურავი ჩამოიშალა - ძლიერ ხანძარს დილიდან ებრძვიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სახურავი ჩამოიშალა - ძლიერ ხანძარს დილიდან ებრძვიან

ძლიერი ხანძრის შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავი ჩამოიშალა. ცეცხლის ლოკალიზება, რომელსაც დილიდან ებრძვიან, ცოტა ხნის წინ მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჩამოშლილია 1200 კვ.მ ფართის სახურავი და მისი ნგრევა კვლავაც მოსალოდნელია.

ხანძრის ჩაქრობას 77 ერთეული ტექნიკა და 260 ადამიანი ცდილობს. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ხანძარს უმაღლესი სირთულე აქვს მინიჭებული.