loader

სააკაშვილის "ომის ხიბლი" - "საქართველოში ტურიზმის ბუმი რუსეთის შემოჭრის შემდეგ დაიწყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის "ომის ხიბლი" - "საქართველოში ტურიზმის ბუმი რუსეთის შემოჭრის შემდეგ დაიწყო"

მიხეილ სააკაშვილი რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ტურიზმის განვითარებაზე საუბრობდა და საქართველოს მაგალითი მოიყვანა. "ჩვენთან ტურიზმის ბუმი 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ დაიწყო. ჩვენ ფილოსოფიური გადაწყვეტილება მივიღეთ, ან მთელ მსოფლიოსთან ვწუწუნებთ, რომ ჩვენ დაგვიპყრეს, ჩვენ გვესვრიან, ან ამ ფაქტებზე ვდუმვართ და მხოლოდ საქართველოს დადებით მხარეზე ვსაუბრობთ, ან მომავალზე ვიქნებით ორიენტირებულნი, ან როგორ საცოდავად გამოვიყურებით და როგორი აგრესიის მსხვერპლნი ვართ. ასეთი მსხვერპლი იმდენია მსოფლიოში, ისინი ყველას მობეზრდა".