X
პუტინის კაფე რუსეთში, სადაც ტუალეტის ქაღალდზე ბარაკ ობამაა გამოსახული
17:20 / 07-04-2016
რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში პატრიოტული კაფე გაიხსნა. მიმტანები აქ "პუტინის გუნდიდან" არიან, კედლებზე პრეზიდენტის პორტრეტებია, კოქტეილებს კი რუსეთის დროშის ფერებში ამზადებენ.

"პრეზიდენტ-კაფე" რუსეთის მოქალაქე სვეტლანა ლაუტმანმა გახსნა, რომელიც მანამდე აშშ-ში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

რუსეთის პრეზიდენტის გარდა, კედლებზე რუსული ფილმების ამსახველი სურათებია გამოკრული. აქ შეგხვდებათ ცნობილი რუსი სპორტსმენების, რუსული "კამაზების", ელექტროსადგურებისა და გაგარინის სურათები.

კაფეში ასევე განთავსებულია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და სხვა მსოფლიო ლიდერების პორტრეტები, რომელთა ქვეშ შავი მარკერი დევს.

კაფეს სტუმრებს შეუძლიათ, შავი მარკერით მსოფლიო ლიდერების სურათები კარიკატურებად აქციონ, მიუხატონ რქები ან ულვაშები.

საპირფარეშოს წინ დაგებული ხალიჩა აშშ-ის დროშის ფერებშია, ტუალეტის ქაღალდი კი ბარაქ ობამას გამოსახულებით.

12 საათზე კაფეში რუსეთის ჰიმნს უკრავენ, დაწესებულებაში მყოფი სტუმრები ამ დროს ფეხზე დგებიან და მღერიან.

რაც შეეხება სამზარეულოს, კაფეს მფლობელის რუსული კულტურისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად, აქ კავკასიური და ევროპული კერძები იყიდება.

BPN.GE
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
როგორ ემუქრება მძევლებს და ამტვრევს ტექნიკას აგრესიული თავდამსხმელი - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები
“ახლა რომ მოგხსნა რა მოხდება?“- ინგა გრიგოლია შეეცადა ნიკა მელიასთვის სამაჯური მოეხსნა, რა მოხდა პირდაპირ ეთერში?
“გამოვედი სცენაზე, ვმღერი... თავში მომხდვა რაღაცა“- აჩიკო მეფარიძის სასაცილო ისტორია საბერძნეთში გამართული კონცერტის შესახებ
“დავიწყე მოპარვა, შენობებში ღამით ვიპარებოდი... ვინ დაიჯერებდა, რომ წლების მერე სექს სიმბოლოს დამიძახებდნენ“- შორენა ბეგაშვილი სკანდალურ დეტალებს ჰყვება
“ამირხანაშვილს ორჯერ შევთავაზეთ შაქარაშვილის მოძებნა, უარი განაცხადა... ბუჩქებისკენ იყურებოდა და პირჯვარს იწერდა“ - ვახო ჩიქოვანის სკანდალური ჩვენება დახურული სხდომიდან
“ახლა მაგარ რაღაცას გაჩვენებთ“ - რა მოხდა ბათუმში, რამაც საზოგადოება ააღელვა?
რა არის გრიპის ვაქცინაცია და საშიშია თუ არა აცრა - პასუხი ყველა კითხვაზე
“ყველაზე მძიმე ოთხი დღე დგება დათო ლიკლიკაძისთვის“ - რას წერს ვახო სანაია ლიკლიკაძის შესახებ, რომელიც საპასუხოდ “მდაბიო წრეებისთვის“ განკუთვნილ პოსტად შეფასდა