loader

"ისლამური სახელმწიფო" ბრაზილიას ტერაქტებით ემუქრება - როგორი დაიცავენ ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფო" ბრაზილიას ტერაქტებით ემუქრება - როგორი დაიცავენ ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოებას?

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ბრაზილიას ტერაქტებით დაემუქრა. როგორც სააგენტო "როიტერი" ბრაზილიის დაზვერვის სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება, ბოლო რამდენიმე თვეში ბრაზილიაში საფრთხეების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, მეტი გახდა ისლამისტების მხარდამჭერთა რაოდენობა ქვეყანაში.

ბრაზილიაში წელს ოლიმპიური თამაშები გაიმართება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იქნება 47 ათასი სამართალდამცველი და 38 ათასი ჯარისკაცი. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.