loader

თურქეთის პარლამენტში ჩხუბის დროს რამდენიმე დეპუტატი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის პარლამენტში ჩხუბის დროს რამდენიმე დეპუტატი დაშავდა

თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დეპუტატები მსჯელობდნენ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, სადეპუტატო ხელშეუხებლობა ჩამოერთმევა იმ დეპუტატებს, რომლებიც თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშაკთა პარტიას უჭერენ მხარს.

ფიზიკური დაპირისპირება მმართველი პარტიისა და პროქურთული ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის მოხდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს წყლის ბოთლები დაუშინეს.