loader

ცოლის "სწორად ცემის" გაკვეთილი არაბი თერაპევტისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოლის "სწორად ცემის" გაკვეთილი არაბი თერაპევტისგან

არაბი ოჯახის თერაპევტი და ფსიქოლოგი ხალედ ალ-საკაბი მეუღლის ''სწორად ცემის'' ვიდეოკურსს ატარებს. ინფორმაციას გამოცემა The Independent ავრცელებს.

"ექიმი" საკუთარ ვიდეოგაკვეთილს შემდეგი სიტყვებით იწყებს: "კითხვა, თუ როგორ უნდა ვცემოთ მეუღლე, რთული და ორაზროვანია, გამოუცდელებს ამ გზაზე მრავალი საფრთხე ელოდებათ". ექიმი ასევე დასძენს, რომ თუ ეს ალაჰის ნება იქნება, მეუღლის ცემა აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ გარკვეული წესის დაცვით.

როგორც ალ საკაბი მსმენელს ურჩევს, მეუღლე იმისთვის უნდა სცემონ, რათა ცოლებმა ისწავლონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მისი განმარტებით,"ცემა აღშფოთებისა და გაბრაზების გარეშე უნდა მოხდეს".