loader

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაშია - მფრინავის პირველი სიტყვები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაშია - მფრინავის პირველი სიტყვები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან მაშინ, როცა მე თავისუფალი ვარ, - ეს არის პირველი განცხადება, რომელიც უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ნადეჟდა სავჩენკო ათობით ჟურნალისტის წინაშე წარდგა და მოკლე განცხადება გააკეთა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემთვის იბრძოდა. თქვენ იბრძოდით ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გათავისუფლდება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, გათავისუფლდეს. მინდა ბოდიში მოვუხადო დედებს, რომელთა შვილებიც ანტიტერორისტული ოპერაციიდან არ დაბრუნდნენ, მაშინ როცა მე ცოცხალი ვარ“, - განაცხადა სავჩენკომ.

უკრაინელი მფრინავი, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სამშობლოში პრეზიდენტის თვითმფრინავით ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში გაემგზავრა.