loader

პუტინმა ათონის მთაზე საიმპერატორო ტახტი დაიკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინმა ათონის მთაზე საიმპერატორო ტახტი დაიკავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ათონის მთას სტუმრობდა. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, მცირე ლოცვის შემდეგ, მან მსოფლიო პატრიარქსა და საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა ათონის მთის მონასტრების წინამძღვრებსა და წმინდა სინოდის წევრებს და ხაზგასმით აღნიშნა ათონის როლი მსოფლიოში მართლმადიდებლობის განმტკიცების საქმეში.

თუმცა, შეხვედრას გაუგბრობების გარეშე არ ჩაუვლია. საქმე იმაშია, რომ მსახურების დროს პუტინს, როგორც საპატიო სტუმარს, ათონელმა ბერებმა ადგილი საეპისკოპოსო ტახტზე მიუჩინეს (აღნიშნულ ადგილს მხოლოდ იმპერატორები იკავებდნენ). ამის გამო საბერძნეთის პრეზიდენტი პავლოპულოსი პუტინზე ქვემოთ აღმოჩნდა. მომხდარი გააპროტესტა საბერძნეთის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა, რაზეც ათონელმა ბერებმა უპასუხეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მათი საპატიო სტუმარი იყო და აქედან გამომდინარე ერგო ეს ადგილი.