loader

როგორ ემშვიდობებიან ბიჭები დაღუპულ ძამიკოს და დედის რეაქცია, რომელიც გარდაცვლილ შვილს ნახულობს - სხვა თვალით დანახული ომი სირიაში... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ემშვიდობებიან ბიჭები დაღუპულ ძამიკოს და დედის რეაქცია, რომელიც გარდაცვლილ შვილს ნახულობს - სხვა თვალით დანახული ომი სირიაში...

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს, რომელიც ალეპოს საავადმყოფოშია გადაღებული. სამი ძმა: მუჰამადი, მაჰმუდი და ამარი გარეთ თამაშობდნენ, როდესაც იმ ტერიტორიაზე ბომბი ჩამოვარდა და ბავშვების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. შემთხვევის შედეგად ბიჭების ძმა მუჰამადი მძიმედ დაიჭრა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ძმები იმ მძიმე ფაქტის მოწმე გახდნენ, თუ როგორ შეწყვიტა სიცოცხლესთან ბრძოლა ბიჭუნამ. ცოტა ხანში ადგილზე ბავშვების დედაც მივიდა, რომელმაც გარდაცვლილი შვილი ხელში აიყვანა და ისე დატოვა საავამდყოფო...