loader

რას ჰყვება ყოფილი ცოლი თავდამსხმელზე, რომელმაც გეი-კლუბში 50 ადამიანი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება ყოფილი ცოლი თავდამსხმელზე, რომელმაც გეი-კლუბში 50 ადამიანი მოკლა

თავდამსხმელი ომარ მატინი, რომელმაც გუშინ აშშ-ის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბში 50 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო.

ამის შესახებ ომარ მატინის ექსმეუღლემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

ომარ მატინის მეუღლის ცნობით, თავდამსხმელი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.

როგორც აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის მოქალაქემ, ეთნიკურად ავღანელმა ომარ მატინმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადო.