loader

მორიგი შეტაკება ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი შეტაკება ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის

საფრანგეთში ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების გულშემატკივრები დაპირისპირებას განაგრძობენ. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, ამჯერად, მათ ქალაქ ლილიში იჩხუბეს.

კორესპონდენტის თქმით, რუსმა გულშემატკივრებმა იმ კაფეს გვერდით ჩაუარეს, სადაც ინგლისელები იმყოფებოდნენ. გულშემატკივრებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დაიწყეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ვითარების განეიტრალება შეძლეს. პოლიციის თანამშრომლებმა ორი რუსი გულშემატკივარი დააპატიმრეს. "დეილი მეილის" კორესპონდენტის ცნობით, ინგლისელი გულშემატკივრების პროვოცირება რუსებმა გამოიწვიეს.

დღეს ლილში რუსეთ-სლოვაკეთის მატჩი გაიმართება, ხვალ კი მეზობელ ქალაქ ლანსიში ერთმანეთს ინგლისი და უელსი შეხვდებიან.