loader

პუტინმა CNN-ის ჟურნალისტს ტრამპზე დასმული კითხვა გაუსწორა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინმა CNN-ის ჟურნალისტს ტრამპზე დასმული კითხვა გაუსწორა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტს შეკითხვა გაუსწორა და აღნიშნა, რომ მან არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა მის სიტყვებს დონალდ ტრამპთან დაკავშირებით

რეპორტიორ ფარიდ ზაქარიას შეკითხვაზე: "თქვენ ტრამპი მოიხსენიეთ, როგორც ჭკვიანი და გამორჩეულად გონიერი ადამიანია მთელს მსოფლიოში. მაინტერესებს, რამ მიგიყვანათ ამ დასკვნამდე და ამ აზრის ხართ თუ არა ისევ?"

პუტინმა თავდაპირველად იუმორით უპასუხა, შემდეგ კი ჟურნალისტს მიმართა და აღნიშნა, რომ ის  რუსეთში ძალიან პოპულარულია როგორც ინტელექტულაი ტელეწამყვანი. "რატომ ასხვაფერებთ ყველაფერს? მე ვთქვი, რომ ტრამპი გამორჩეული ადამიანია. რა, არ არის გამორჩეული? მე ის მეტად არ დამიხასიათებია. რასაც მე ვაფასებ და მივესალმები ისაა, რომ ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთსა და აშშ-ს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, რა, თქვენ არ ხართა ამის მომხრე?!" - ამ სიტყვებს დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.