loader

კალიფორნიაში ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - გაუსაძლისი სიცხისგან გაჩენილ ხანძარს 2000-მდე მეხანძრე აქრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიაში ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - გაუსაძლისი სიცხისგან გაჩენილ ხანძარს 2000-მდე მეხანძრე აქრობს

კალიფორნიაში ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. გაუსაძლისი სიცხის შედეგად გაჩენილი ხანძარი სანტა ბარბარას სანაპირო ნაწილიდან მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარე უდაბნომდეა გავრცელებული. უკვე 6 დღეა, რაც მაღალი ტემპერატურის გამო შტატში ხანძარია. ერთი ღამის განმავლობაში ცეცხლი 809 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდა. მის ჩასაქრობად 2000-მდე მეხანძრე მუშაობს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მცირე დასახლებული პუნქტებიდან მიმდინარეობს ევაკუაცია. აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურამ შესაძლოა 48 გრადუსს მიაღწიოს.