loader

მძიმე კადრები - კორიდაზე ხარმა 29 წლის მატადორის სიცოცხლე ისხვერპლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები - კორიდაზე ხარმა 29 წლის მატადორის სიცოცხლე ისხვერპლა (+18)

ესპანურმა კორიდამ მატადორ ვიქტორ ბარიოს სიცოცხლე ისხვერპლა. 29 წლის ახალგაზრდა არენაზე გამოსვლისას გარდაიცვალა. 1985 წლის შემდეგ ეს კორიდას ფატალური შედეგით დასრულების პირველი შემთხვევაა.

ბარიო ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და სასიკვდილო ზიანი გულ-მკერდის არეში მიაყენა. ექიმებმა მატადორის დახმარება ვერ შეძლეს.

მომხდათან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ მწუხარება გამოთქვა. ესპანეთის მთავრობის მეთაური კორიდას მხარდამჭერად ითვლება.

ესპანეთში ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი შეჯიბრი იმართება, რომელშიც ხარები მონაწილობენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა მცირდება. 2010 წელს კატალონიამ კანარის კუნძულების მსგავსად კორიდას ჩატარება ოფიციალურად აკრძალა.