სათვალთვალო კამერებმა მანქანის აფეთქება დააფიქსირა, რომელშიც უკრაინელი ჟურნალისტი იმყოფებოდა
17:34 / 20-07-2016
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილში, რომლის აფეთქების შედეგადაც უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქების მომენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.