loader

მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა

აშშ-ის პირველი ლედის, მიშელ ობამას შთამბეჭდავმა გამოსვლამ დასავლური მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები აალაპარაკა.

ობამამ სიტყვის შესავალში გაიხსენა, რა წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული ობამების ოჯახის მისვლა თეთრ სახლში და როგორ მოქმედებდა მათ შვილებზე სიძულვილნარევი რიტორიკა ბარაკ ობამასადმი. ამ კონტექსტში მან მეუღლის მოქალაქეობისა და რწმენის საკითხებზე საზოგადოების ნაწილის ზეწოლა გაიხსენა.

პირველ ლედის სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით. მისი გამოსვლის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ემოციური იყო და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გთავაზობთ ამონარიდს აშშ-ის პირველი ლედის გამოსვლიდან:

"ეს გახლავთ ამ ქვეყნის ისტორია, ისტორია, რომელმაც მე დღეს ამ სცენაზე მომახვედრა; ისტორია იმ თაობებისა, რომლებიც საკუთარ სხეულზე გრძნობდნენ მათრახების დარტყმას, მონობის სირცხვილს, სეგრეგაციის ჩხვლეტას, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ ბრძოლას, რწმენას და იმის კეთებას, რაც გასაკეთებელი იყო. და მე დღეს, ყოველ დილით ვიღვიძებ სახლში, რომელიც მონებმა ააშენეს. მე ვუყურებ ჩემ ქალიშვილებს, ორ ლამაზ, ჭკვიან, ფერადკანიან ახალგაზრდა ქალს, რომლებიც თავიანთ ძაღლებთან ერთად თამაშობენ თეთრი სახლის ეზოში... და სწორედ ჰილარი კლინტონის გამო ჩემს ქალიშვილებს და ჩვენი ყველას შვილებს აქვთ რწმენა, რომ ქალი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი" - აღნიშნა 15-წუთიან გამოსვლაში ამერიკის პირველმა ლედიმ.

წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე