მანქანის გატაცების მცდელობისას ქალი დაჭრეს - ავტომობილში 3 წლის ბავშვიც იჯდა
16:26 / 07-08-2016
ტეხასში მანქანის გატაცების მცდელობისას 32 წლი ქალი დაიჭრა. უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილში მჯდომ ქალს მანქანის გაჩერება მოთხოვა. როდესაც მძღოლმა იარაღი დაინახა, გაქცევა სცადა, რა დროსაც დამნაშავემ მას ესროლა. ქალს ტყვია ფეხში მოხვდა. შემთხვევისას ავტომობილში მისი 3 წლის ვაჯიც იჯდა. მსხვერპლმა გაქცევა მოახერხა. ამ დროისთვის დაზარალებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მომხდარში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.