loader

თურქეთის სასამართლომ, გიულენის დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, ფეხბურთელ ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის სასამართლომ, გიულენის დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, ფეხბურთელ ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთში სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის, ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, შუქური აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების წევრობაშია ბრალდებული.

ჰაქან შუქური ცნობილი ფეხბურთელი იყო, რომელიც წლების განმავლობაში „გალათასარაიში“ თამაშობდა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის მმართველ პარტიაში გაწევრიანდა და 2011 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2013-ში შუქურმა პარტია დატოვა იმის გამო, რომ ფეთჰულა გიულენის მიმდევრების დევნას არ ეთანხმებოდა.

ჰაქან შუქურმა სამშობლო ოჯახთან ერთად გასულ წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.