loader

პანიკა და ქაოსი - მომენტი, როდესაც თურქეთში ქორწილში აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანიკა და ქაოსი - მომენტი, როდესაც თურქეთში ქორწილში აფეთქება მოხდა

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას პირველი მონაცემებით 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 94 ადამიანი.

აფეთქების ხმა 20 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 21:30 საათზე გაისმა, როცა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქში ქორწილი აღინიშნებოდა. ქორწილის სტუმრები ღია ცის ქვეშ აღნიშნავდნენ დღესასწაულს.

ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეცდომით ამ აფეთქებას დაუკავშირეს.
სინამდვილეში კადრებში ასახული ამბავი ვანის პროვინციაში 18 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ასახავს, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციის შენობასთან თავდასხმა ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილის საშუალებით განახორციელეს.  როგორც ცნობილი გახდა, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ქურთების მუშათა პარტიამ აიღო.

ასევე იხილეთ: თურქეთში ქორწილში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 30, დაშავებულია 100-მდე ადამიანი