loader

ინდოეთში მამაკაცს კუჭიდან 40 ცალი დანა ამოუღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში მამაკაცს კუჭიდან 40 ცალი დანა ამოუღეს

ინდოეთში ექიმებმა მამაკაცს კუჭიდან 40 ცალი დანა ამოუღეს. ოპერაცია ქალაქ გურდას-პურის კლინიკაში ჩატარდა. 42 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მუცლის არეში ძლიერი ტკივილებით და სისუსტის შეგრძნებით მიიყვანეს. ულტრაბგერითი კვლევის შედეგად ექიმებმა მის კუჭში მყარი საგნები შენიშნეს, რის შემდეგაც პაციენტმა აღიარა, რომ ავარიის შემდეგ დანების გადაყლაპვის სურვილი ჰქონდა, რომელსაც ვერ აკონტროლებდა. მისივე განცხადებით, მან 28 დანა გადაყლაპა, მაგრამ ოპერაციის დროს სულ 40 დანა ამოიღეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.