X
წყალდიდობის კადრები თურქეთიდან: "მძღოლები ჩაძირული მანქანების ფანჯრებიდან ძვრებოდნენ"
14:49 / 28-08-2016
თურქეთის დედაქალაქში წყალდიდობაა. 2 საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ანკარას ქუჩები დაიტბორა. წყალში ათობით მანქანა ჩაიძირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლები ჩაძირული მანქანების ფანჯრებიდან ძვრებოდნენ და მაშველებს საკუთარი ავტომობილების სახურავებზე ელოდებოდნენ. ერთ-ერთი მძღოლის განცხადებით, მისი მანქანა უკვე გამოუსადეგარია. სტიქიის ზონაში სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?