loader

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა მიიღო

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მიიღო. ნობელის კომიტეტმა კოლუმბიის პირველ პირს ჯილდო მემარცხენე რადიკალურ დაჯგუფება FARC-თან ზავის დადებისა და 52-წლიანი ომის დასრულებისთვის მიანიჭა.

სამშვიდობო შეთანხმება პრეზიდენტ სანტოსსა და ამბოხებულთა ლიდერ ტიმოლეონ ხიმენესს შორის სექტემბრის ბოლოს გაფორმდა. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პრეტენდენტად ორივე მათგანი იყო დასახელებული.

კოლუმბიის ხელისუფლებასა და მეამბოხეებს შორის მრავალწლიან საომარ მოქმედებებს 250 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა.