loader

თურქეთში პოლიციამ "ისლამური სახელმწიფოს" 19 წევრი დააკავა, რომლებიც გაზიანტეპში თავდასხმას გეგმავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში პოლიციამ "ისლამური სახელმწიფოს" 19 წევრი დააკავა, რომლებიც გაზიანტეპში თავდასხმას გეგმავდნენ

თურქეთის გაზიანტეპის პროვინციაში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა 3 პოლიციელი იმსხვერპლა, სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 19 „ბოევიკი“ დააკავეს. ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა ალი ერლიქაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია 15 კილოგრამამდე ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. გუბერნატორის ინფორმაციით, დაკავებულები რელიგიური მიმდინარეობა ალევიტების კულტურულ ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ.
თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, სამი თურქი პოლიციელი ემსხვერპლა, რვა ადამიანი კი დაიჭრა.