loader

მორიგი დაკავებები თურქეთში: რას ედავებიან ოპოზიციური გაზეთის მთავარ რედაქტორს და მის თანამშრომლებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი დაკავებები თურქეთში: რას ედავებიან ოპოზიციური გაზეთის მთავარ რედაქტორს და მის თანამშრომლებს?

თურქეთში წამყვანი ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი მურატ საბუნჩუ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად რედაქციის 12 თანამშრომელიც დააპატიმრეს. თითოეულ მათგანს გამოძიება ქურთი სეპარატისტების მხარდამჭერი სტატიების გამოქვეყნებას და ფეტქჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშრირში ადანაშაულებს. დაკავებულების ბინებში ჩხრეკა ჩატარდა, სამართალდამცველები ამოღებული ნივთმტკიცებების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. მიმდინარე წლის 16 ივლისის ღამეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 100 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დროებით შეუჩერეს, 37 000 ადამიანი კი დააკავეს.