loader

132 ბოთლი შამპანური, ძეხვეული და "ბანბანერკები" - როგორი სუფრა გაშალა ჟირინოვსკიმ ტრამპის გამარჯვების აღსანიშნავად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

132 ბოთლი შამპანური, ძეხვეული და "ბანბანერკები" - როგორი სუფრა გაშალა ჟირინოვსკიმ ტრამპის გამარჯვების აღსანიშნავად

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟირინოვსკიმ წყვეულებისთვის 132 ბოთლი შამპანური, ტკბილეული, ძეხვეული და სხვა კერძები შეიძინა. რუსი პოლიტიკოსი ფრაქციის წევრებს გაუმასპინძლდა და მათთად ერთად დონალდ ტრამპის სადღეგრძელოც დალია. ჟირინოვსკიმ და დუმის თანამშრომლებმა აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები დალაგდება. რუსული მედიის ვარაუდით, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებულ წვეულებაზე 100 000 რუსული რუბლი დახარჯა.