X
ჰილარი კლინტონის პირველი განცხადება არჩევნების წაგების შემდეგ და ბილ კლინტონის ემოციები მის ზურგს უკან
21:02 / 09-11-2016
ჰილარი კლინტონი არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე წარდგა. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დონალდ ტრამპს წარმატებები უსურვა.
"დიდი იმედი მაქვს ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ეს არ არის ის შედეგი, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობდით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო. ძალიან ვწუხვარ. მიუხედავად ამისა, ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენი მხარდაჭერით. თქვენ ამერიკის მოქალაქეების საუკეთესო მხარეს წარმოადგენთ. თქვენს კანდიდატად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები და დაბნეულები ხართ. მინდა გითხრათ, ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. მიმაჩნია, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ამერიკის აღმშენებლობისა და წარმატებების სადარაჯოზე", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

დამარცხებულმა ჰილარი კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის წარმატებული მეთაური იქნება.

"დონალდ ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი იქნება და ვალდებული ვართ მივცეთ შანსი, მართოს ქვეყანა. გუშინ საღამოს ტრამპს გამარჯვება მივულოცე და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მასთან ერთად მუშაობას დავთანხმდი", - განაცხადა კლინტონმა.

მისი თქმით, წუხს, რომ ვერ შეძლეს ღირებულებების დაცვა ამ არჩევნებზე და აღიარებს, რომ არჩევნებში დამარცხება მისთვის ძალიან მტკივნეულია. "ეს მტკივნეულია და კიდევ დიდხანს იქნება მტკივნეული, მაგრამ გახსოვდეთ: ჩვენი კამპანია ერთი ადამიანისა და ერთი არჩევნების შესახებ არასდროს ყოფილა. ეს იმ ქვეყნის შესახებ იყო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს", - აღნიშნა დამარცხებულმა კანდიდატმა.

მან მომხრეებს მოუწოდა, იბრძოლონ საკუთარი იდეალებისთვის - სოციალური თანასწორობის, თანაბარი უფლებებისა და აღმსარებლობის თავისუფლებისთვის. "ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალია, შევქმნათ ძლიერი, გაცილებით უფრო სამართლიანი ამერიკა", - აღნიშნა კლინტონმა.

მანვე თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და პირველ ლედის, მიშელ ობამას. თავისი გამოსვლა ჰილარი კლინტონმა დაასრულა სიტყვებით "ღმერთო დაიფარე ამერიკა".
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ჰორმონალური დისბალანსი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება - ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ვიდეო: “რუსთავი 2“



“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს