loader

საზარელი შემთხვევა რუსეთში: შშმ შვილი 3 კვირა გარდაცვილ დედასთან ერთად იყო ჩაკეტილი და ბოლოს შიმშილით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი შემთხვევა რუსეთში: შშმ შვილი 3 კვირა გარდაცვილ დედასთან ერთად იყო ჩაკეტილი და ბოლოს შიმშილით გარდაიცვალა

საშინელი შემთხვევა მოხდა რუსეთში, ქალაქ ირკუტსკში: შშმ პირი 3 კვირის გარდაცვლილ დედასთან ერთად მკვდარი იპოვეს. როგორც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა ცნობილი, შშმ პირი, რომელსაც დამოუკიდებლად მოძრაობა და გადაადგილება არ შეეძლო, შიმშილისგან გარდაიცვალა. სამართალდამცველები სოციალური მუშაკების უპასუხისმგებლობასა და მეზობლების გულგრილობაზე საუბრობენ. სოც. მუშაკი 3 კვირის მანძილზე ერთხელაც არ მისულა, ხოლო მეზობლებს, როგორც გაირკვა, ესმოდათ მამაკაცის განწირული ყვირილი, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან, მათი თქმით, ბინიდან ხშირად გამოდიოდა ხმაღალი საუბრის ხმა და ყვირილი. ჯერ-ჯერობით უცნობია, რისგან გარდაიცვალა დედა, რომელსაც პირველადი დათვალიერებით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო შშმპ შვილი შიმშილისგან დაიღუპა.