loader

(+18) უმძიმესი კადრები ალეპოდან, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეძრა მსოფლიო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(+18) უმძიმესი კადრები ალეპოდან, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეძრა მსოფლიო

სირიაში მეამბოხეებმა ალეპოს ბლოკადის გარღვევისკენ მიმართული მასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.
სირიის ადამიანის უფლებების სამონიტორინგო ჯგუფის ინფორმაციით, მეამბოხეთა მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად 130-მდე ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა.

ალეპოს მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გაყვანას ელოდება. გაერო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის იდლიბის პროვინციის მიმართულებით დღის განმავლობაში 50 000 -მდე ადამიანს გადაიყვანენ.
15 დეკემბერს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა, მათი მგზავრობისთვის მობილიზებული იყო ავტობუსები.
შეგახსენებთ, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულთა ძალები აკონტროლებდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში, ისინი ბაშარ ალ ასადის ძალებმა რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქიდან განდევნეს.