loader

აფხაზმა მომღერალმა სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას რუსეთი "იმპერიად" მოიხსენია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზმა მომღერალმა სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას რუსეთი "იმპერიად" მოიხსენია

აფხაზი მომღერალი ხიბლა გერზმავა დიდი სპორტული აუდიტორიის წინაშე საჯაროდ შერცხვა. რუსეთ-ჩეხეთის ჰოკეის მატჩის წინ გერზმავა რუსეთის ფედერაციის ჰიმნს ასრულებდა, რა დროსაც ტექსტი აურია და რუსეთი "ქვეყნის" ნაცვლად "იმპერიად" მოიხსენია. სიმღერის დროსვე მან მიმართა რეჟისორებს და "მინუსის" თავიდან ჩართვა სთხოვა. ვიდეო სოციალურ ქსელებში მაშინვე გავრცელდა, რასაც რუსი კომენტატორების აღშფოთება მოჰყვა.

ხიბლა გერზმავა აფხაზური წარმოშობის ოპერის მომღერალია. 2012 წელს მას რუისეთის სახალსხო არტისტის წოდება მიენიჭა. როგორც რუსული მედია იუწყება, გერზმავა მარინის ტეატრის, "კოვენტ-გარდენის", "მეტროპოლიტენ-ოპერისა" და სხვა მსოფლიო სცენებზე გამოდიოდა.