პარლამენტის წევრი შვილთან ერთად მანქანით ააფეთქეს
ქაბულში აფეთქების შედეგად პარლამენტის წევრი დაშავდა. ფაკორი ბეჰიშტი შვილთან ერთად საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, როდესაც მისი მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად გამვლელებიც დაშავდნენ. მომხდარს ავღანეთის პარლამენტის უსაფრთხოების დეპარტამენტი ადასტურებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. გასულ კვირას თავდასხმა პარლამენტის კიდევ ერთ წევრზე განხორციელდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, პარლამენტის წევრი კი გადარჩა.