X
როგორ გამოიყურება შენი ორგანო, რომლის შესახებ არაფერი იცოდი? - CNN-ი ჯორჯალის შესახებ
14:06 / 10-01-2017
ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ ნაწილს ახალი კლასიფიკაცია მიენიჭა და ორგანოდ დასახელდა.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ჯორჯალი, რომელიც კუჭს ნაწლავებთან აერთებს, რამდენიმე სხვადასხვა ნაწილისგან შედგებოდა. თუმცა, როგორც ირლანდიელმა ქირურგმა, პროფესორმა ჯ. კელვინ კოფიმ გამოარკვია, ეს ერთი ორგანოა.

პროფესორის განმარტებით, მისი კვლევების შედეგები, რომლებიც ჟურნალ Lancet-შია გამოქვეყნებული, მეცნიერების ახალი ეპოქის დასაწყისია და გარკვეული დავადებების შესწავლის საფუძველს გვაძლევს.

ახლა საჭიროა ხელახალი კვლევები, რომლებიც "ახალი ორგანოს" ზუსტ ფუნქციას დაადგენს.
"ამ ორგანოს ანატომია და სტრუქტურა უკვე გამოვიკვლიეთ. ახლა მისი ფუნქციის დადგენის დროა. ამის გარკვევის შემდეგ ამ ფუნქციის დარღვევის მიზეზსაც გავიგებთ და შედეგად გარკვეული დაავადებების რაობას დავადგენთ"- განმარტავს პროფესორი კოფი.

პროფესორი მიიჩნევს, რომ ამ ორგანოს შესწავლას სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს: "არ გამოვრიცხავ, რომ აღნიშნული ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ისეთ დაავადებებში, როგორებიც ნაწლავის კიბო, დიაბეტი და ნაწლავების ანთებაა".


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ფეხბურთელი სტადიონზე შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა - ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა
3 მარტივი წესი, როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან სახლის პირობებში
ქალმა ზვიგენი შიშველი ხელით დაიჭირა
ვიდეო, რომელმაც მსოფლიო ინტერნეტ-მედია აალაპარაკა: რუსეთში უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს
ჩაშლილი გატაცების ახალი დეტალები - რას ამბობს "გორგიას" დირექტორის ყოფილი მეუღლის ადვოკატი
"შეთემ" "მარიტა" უკანასკნელ გზაზე ყვავილის ყლორტით მიაცილა
მექსიკური სერიალების ვარსკვლავმა არასასურველი შეკითხვის გამო ჟურნალისტს სცემა
"არა - გაპარსვას!" - "ადიდასის" ახალმა ვიდეომ დიდი რეზონანსი გამოიწვია