loader

შიგნით ამერიკის ყველაზე ძვირად ღირებულ სახლში: 250 მლნ-დოლარიანი სასახლის წარმოუდგენელი ფუფუნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შიგნით ამერიკის ყველაზე ძვირად ღირებულ სახლში: 250 მლნ-დოლარიანი სასახლის წარმოუდგენელი ფუფუნება

ბელ ერში ახალაშენებული სასახლე 250 მილიონ დოლარად იყიდება. ეს ამერიკის ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული სახლია. თითქმის 4 000 კვ.მ უძრავი ქონება 12 საძინებელს, 21 აბაზანას, ხუთ ბარს და სამ სამზარეულოს იტევს. აქვეა განთავსებული 25 მეტრი სიგრძის იტალიურ შუშაში ჩასმული აუზი თეატრის ზომის კინოეკრანით.

აგრეთვე, სახლს აქვს საკუთარი სპა, ფიტნესცენტრი, ორი მარანი ღვინის საუკეთესო კოლექციით და ჯეიმს ბონდის თემაზე შექმნილი 40-ადგილიანი სახლის კინოთეატრი. სახლში დიდი არტკოლექციაა ასზე მეტი რჩეული ნამუშევრით, მათ შორისაა მილიონი დოლარის ღირებულების ლეიკას კამერა. სახლის სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი ბილიკია გამოყოფილი. ავტოფარეხში 12 მანქანა დგას - ბუგატი ვეირონი, პაგანი ჰუირა, როლს როისი და სხვა ვინტაჟური ავტომობილები. მანქანების საერთო ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით