loader

"მედია მალავს ამას, აჩვენეთ ეს ვიდეო მთელ მსოფლიოს" - კადრები, რომელშიც სირიაზე ქიმიური თავდასხმის შემზარავი შედეგია ასახული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მედია მალავს ამას, აჩვენეთ ეს ვიდეო მთელ მსოფლიოს" - კადრები, რომელშიც სირიაზე ქიმიური თავდასხმის შემზარავი შედეგია ასახული

ინტერნეტში ვრცელდება 90-წუთიანი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რომელშიც სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შედეგია ასახული. კადრებში ჩანს ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანები. ბოლო მონაცემებით, სირიის პროვინცია იდლიბში გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. ადამიანები ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად გაიგუდნენ და მოიწამლნენ, რომელთაგან 20 ბავშვია.

ბრიტანული მედია 400-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება, რომლებსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებათ. სირიის უფლებადამცველი ობსერვატორიის აქტივისტების წარმომადგენლების ცნობით, ქიმიური ნივთიერების გამოყენება როგორც რუსულ, ასევე სირიის სამთავრობო ძალებს ბრალდება.

მომხდართან დაკავშირებით დღეს, 5 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.