loader

სასტიკი კადრები სირიიდან, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტიკი კადრები სირიიდან, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა (+18)

სირიაში, ერაყის საზღვართან მდებარე დევნილთა ბანაკზე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 30-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი და მებრძოლი დაიღუპა.
თავდასხმა რაჯმ-ეს-სალიბში დევნილების დროებით ბანაკზე მოხდა. დაჯგუფების წევრები "სირიის დემოკრატიული ძალების" ალიანსის წარმომადგენლებსაც დაესხნენ. ბანაკის შიგნით თავი, სულ მცირე, ხეთმა "ბოევიკმა" აიფეთქა.
დიდ ბრიტანეთში განლაგებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, სულ მცირე, 32 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 21 მშვიდობიანი მოქალაქეა, 30 ადამიანი კი დაშავდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.