loader

2-საათიანი დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო სატელევიზიო დებატები - გამარჯვებული ემანუელ მაკრონი და უხერხული შენიშვნები მარინ ლე ლეპენისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2-საათიანი დაძაბული საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო სატელევიზიო დებატები - გამარჯვებული ემანუელ მაკრონი და უხერხული შენიშვნები მარინ ლე ლეპენისგან

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო სატელევიზიო დებატები გაიმართა. საკმაოდ დაძაბული კამათის შემდეგ დებატებში გამარჯვება ემანუელ მაკრონმა მოიპოვა. მისი კონკურენტის, „ეროვნული ფრონტის“ კანდიდატის, მარინ ლე პენის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ემანუელ მაკრონი ქვეყანაში იმავე პოლიტიკას გაატარებს, რაც საფრანგეთში ბოლო 4 წლის განმავლობაშია. ემანუელ მაკრონის თქმით კი, მარი ლეპენი წლების განმავლობაში ფრანგი ხალხის ემოციებზე თამაშობდა. მაკრონმა ლეპენისგან რამდენიმე უხერხული შენიშვნაც მიიღო. ლე პენმა კონკურენტს მოუწოდა, რომ მასთან ისე არ ესაუბრა, როგორც მასწავლებელს მოსწავლესთან. საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო სატელევიზიო დებატები 2 საათი გაგრძელდა. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.