ურაგანმა მოსკოვში 10-მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულების რაოდენობა იზრდება
მოსკოვში ძლიერ ქარიშხალს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, სტიქიის შეედეგად დაშავდა 70 ადამიანი. მედიკოსები დაშავებულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. ქარმა დააზიანა შენობები, ავტომობილები, მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.