loader

"აბები ხომ არ მოგცეთ?" - პუტინის რეპლიკა NBC-ის ჟურნალისტს და ინტერვიუ, რომელიც ნამდვილ "ბრძოლას" დაემსგავსა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბები ხომ არ მოგცეთ?" - პუტინის რეპლიკა NBC-ის ჟურნალისტს და ინტერვიუ, რომელიც ნამდვილ "ბრძოლას" დაემსგავსა

სანტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, სადაც NBC-ის ჟურნალისტს მეგინ კელისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის საკმაოდ დაძაბული დიალოგი წარიმართა.
რუსული მედიის შეფასებით, მეგინ კელიმ პუტინს "ნამდვილი დაკითხვა" მოუწყო. ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა პუტინის მხრიდან ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხით, მისი კიდევ ერთი შეკითხვა კი ასე ჟღერდა: როგორც კი ტრამპი აირჩიეს პრეზიდენტად, მან დაიწყო თქვენი (რუსეთის) მისამართით სანქციების შემსუბუქება, და იყო თუ არა ეს საკითხი განხილული თქვენს შორის მის გაპრეზიდენტებამდე?

პუტინი თავდაპირველად სერიოზულად პასუხობდა შეკითხვებს, საბოლოოდ კი ირონიაზე გადავიდა. ინტერვიუ ნამდვილ "ბრძოლას" დაემსგავსა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს პუბლიკა აპლოდისმენტებით ამხნევებდა.