loader

"მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო!" - პეტრო პოროშენკოს ემოციური სიტყვა ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ ზეიმზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო!" - პეტრო პოროშენკოს ემოციური სიტყვა ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ ზეიმზე

უკრაინაში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას აღნიშავენ. კიევის ცენტრში ღამით 10 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა და სადღესასწაულო ღონისძიებებს შეუერთდა.

ღონისძიებების უმეტესი ნაწილი კრეშატიკზე და ევროპის მოედანზე გაიმართა. ქუჩში გამოსულთა დიდ ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. მათ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მოჰქონდათ. ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე დარჩენილი დროის ათვლა მიმდინარეობდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ევროპის მოედნიდან მოსახლეობას მიმართა: „აი, ძმებო-უკრაინელებო, ჩვენც გაგვიღიმა ბედმა, რომელზეც ოცნებობდა და რომლისთვის იბრძოდა ჩვენი წინაპრების არაერთი თაობა“. უკრაინის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მომენტი საგულისხმოა იმითაც, რომ რუსეთის იმპერიისგან უკრაინის საბოლოო გამიჯვნას უდებს სათავეს.