loader

ტრამპი შეცდომით უცხო ადამიანების ქორწილში მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპი შეცდომით უცხო ადამიანების ქორწილში მოხვდა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომით მოხვდა ოთახში, სადაც საქორწინო ცერემონია მიმდინარეობდა. დარბაზი, სადაც ქორწილი იმართებოდა, გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე გახლდათ, რომელიც ტრამპის საკუთრებაა. სტუმრებმა არ იცოდნენ ტრამპის იქ ყოფნის ამბავი, სანამ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა არ შეაჩერეს ცერემონია ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

"ძალიან მოკლე ვიზიტი ჰქონდა, ყველას ხელი დაგვიქნია. ყველა განცვიფრებული იყო, სკამებიდან დგებოდნენ და მასთან მიდიოდნენ ფოტოს გადასაღებად. პატარძალმა მასთან მიირბინა, პრეზიდენტი კი გადაეხვია და აკოცა. პატარძალი აღფრთოვანებული იყო", - ჰყვება შეუღლებული წყვილის ერთ-ერთი მეგობარი.

პრეზიდენტმა არა მხოლოდ მიულოცა დაქორწინება კრისტენ პიატკოვსკის და ტაკერ გლედჰილს, არამედ ფოტოებიც გადაიღო, რამდენიმე შლაპაზე ხელი მოაწერა თავისი საარჩევნო ფრაზით - "დავუბრუნოთ ამერიკას დიდება", რის შემდეგაც სტუმრებმა ერთხმად დაიწყეს სკანდირება: "ამერიკა, ამერიკა!"

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით