loader

ივანკა ტრამპის ტანსაცმლის ფაბრიკაში ქალებს მონურად ამუშავებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანკა ტრამპის ტანსაცმლის ფაბრიკაში ქალებს მონურად ამუშავებენ

აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, ივანკა ტრამპის ტანსაცმლის ხაზის მწარმოებელ ფაბრიკაში მომუშავე ქალების განცხადებით, იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, რომ შვილებთან ერთად ცხოვრებასაც კი ვერ ახერხებენ.
ინდონეზიის ქალაქ სუბანგეში მდებარე ფაბრიკაში მომუშავე ქალების თქმით, მათი ყოველთვიური ხელფასი 173 დოლარია, რაც ინდონეზიაში მინიმალური სახელფასო ზღვარია.
როგორც ერთ-ერთმა მკერავმა ქალმა "გარდიანთან" საუბარში განაცხადა, ფაბრიკის სიახლოვეს უკიდურესად ცუდ პირობებში ცხოვრობს, მისი შვილები კი ბებიასთან ცხოვრობენ და მხოლოდ თვეში ერთხელ ახერხებს მათ ნახვას.