loader

მძიმე ავარია რუსეთში, რომლის შედეგად ავტობუსი მთლიანად დაიწვა - გარდაცვლილთა შორის არასრულწლოვანებიც არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია რუსეთში, რომლის შედეგად ავტობუსი მთლიანად დაიწვა - გარდაცვლილთა შორის არასრულწლოვანებიც არიან

რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ერთმანეთს ბენზინმზიდი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტობუსი ამობრუნდა და მთლიანად დაიწვა. გარდაცვლილთაგან 2 არასრულწლოვანია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ბენზინმზიდს 1961 წელს დაბადებული ავტობუსის მძღოლი დაეჯახა და მომხდარში სწორედ მისი ბრალეულობა იკვეთება. ავტობუსის მძღოლი შემთხვევას გადაურჩა და მას სამართალდამცველები კითხავენ.

ადგილზე შესაბამისი სამსახური მუშაობს, რომელიც ავარaიის ზუსტი მიზეზის დადგენას ცდილობს. შემთხვევის ადგილზე თათრეთის პრემიერ მინისტრი, ალექსეი პესოშინიც მივიდა.