loader

რუსი ოლიგარქების შვილების ქორწილი, რომელმაც ფუფუნებით ჰოლივუდიც კი გააკვირვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი ოლიგარქების შვილების ქორწილი, რომელმაც ფუფუნებით ჰოლივუდიც კი გააკვირვა

რუსი ოლიგარქების შვილების ქორწილმა თავისი გაქანებით თვით ჰოლივუდიც კი გააკვირვა. მეწარმე ელდარ ოსმანოვის ქალიშვილისა და ბიზნესმენ ალბერტ ავდოლიანის ვაჟის ქორწილი "დოლბის" თეატრში შედგა, სადაც "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონია ტარდება ხოლმე. ქორწილში იმღერეს ლედი გაგამ, ნიკოლაი ბასკოვმა და სტას მიხაილოვმა.

სტუმრების მგზავრობისა და სასტუმროების ხარჯები ახალდაქორწინებულების მშობლებმა აანაზღაურეს.
ამერიკული და რუსული მედია ამ დრომდე ცდილობს ქორწილის საერთო ბიუჯეტის დათვლას, მაგრამ ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია - სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თანხა 10 მილიონი დოლარიდან 25 მილიონამდე მერყეობს.