loader

დაპირისპირება პოლიციასა და პროტესტანტებს შორის: ჰამბურგში სიტუაცია უკონტროლო გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება პოლიციასა და პროტესტანტებს შორის: ჰამბურგში სიტუაცია უკონტროლო გახდა

ჰამბურგში "დიდი ოცეულის" სამიტის დასრულების შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ლიდერებმა ჰამბურგი დატოვეს, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
სამართალდამცველების ცნობით, აქციის მონაწილეებს შორის ნასვამი ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. ადილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც დაშავებულებს პირველად დახმარებას ადგილზე უწევდნენ.
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჰამბურგში საპროტესტო აქციების შედეგად 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 143 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 122 საპატიმროში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა დიდი ოცეულის სამიტი გააპროტესტეს და მსოფლიო ლიდერები ომის წარმოებაში და სხვა უარყოფით მოვლენებში დაადანაშაულეს.