loader

" ეს ფილმი მაყურებელზე ნამდვილ ფურორს მოახდენს" - პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" ეს ფილმი მაყურებელზე ნამდვილ ფურორს მოახდენს" - პრინცესა დაიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გავრცელდა

გასულ დღეებში HBO-ს დოკუმენტური ფილმის „დიანა, ჩვენი დედა: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა“ დეტალები გასაჯაროვდა.
დასავლური მედიის ცნობით, ფილმი პრინც ჰარისა და პრინც უილიამის ბავშვობის ისტორიას გვიამბობს, რომელშიც პრინცესა დიანას ვაჟების ექსკლუზიური ინტერვიუებიცაა ჩართული: „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფილმი მაყურებელზე ნამდვილ ფურორს მოახდენს, თანაც არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში“ - განაცხადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც სურათის პრეს-ჩვენებას დაესწრო. ლისაბედ II-ის შვილიშვილები შოკისმომგვრელ დეტალებზე ჰყვებიან: „დედა ძალიან ჭირვეული ადამიანი იყო. ეს იმით გამოიხატებოდა, რომ მას არავითარი მიზეზით არ სურდა იმ წესების დაცვა, რომლებიც ბუკინგემის სასახლეში მოქმედებდა. ეს ჩვენს აღზრდასაც ეხებოდა“.ამასთან, პრინცები საკუთარ ბავშვობას იდეალურად მიიჩნევენ: „შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ის ამქვეყნად საუკეთესო დედა იყო და მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის ცდილობდა სიყვარული ეგრძნობინებინა“ - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.